რეზონანსი
13.01.2024

რუსეთი არ შიმშილობს, მისი ეკონომიკა არმიაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ყველა საპირისპიროს ფიქრობდა, - ამის შესახებ Le Monde-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისივე პროგნოზით, „ასეთი ტემპებით რუსეთი კიდევ დიდხანს გაძლებს“.

„არსებული სანქციები საკმარისი არაა. სანქციები უნდა შეხებოდა რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს: ენერგეტიკას, მეტალურგიას და ზოგადად საფინანსო სისტემას“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ არც რუსეთს და არც უკრაინას შეტევაზე გადასვლის უნარი არ აქვს, ვინაიდან ორივე მხარეს ფრონტის ხაზზე პოზიციების სიახლოვეს ტერიტორიები მჭიდროდ აქვს დანაღმული, რაც სამხედროების წინსვლას ხელს უშლის. ბუდანოვის თქმით, შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ხელს უშლის უკრაინისა და რუსეთის მიერ დრონების აქტიური გამოყენებაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×