რეზონანსი
13.01.2024

მექსიკის გავლით ამერიკაში გადასვლის მსურველ ემიგრანტებს ბოლო გზაც მოეჭრათ. საქართველოს მოქალაქეები უკვე თვეებია, საემიგრაციო ციხეების დატოვებას ვერ ახერხებენ. შტატებმა პოლიტიკა მოულოდნელად შეცვალა. საქართველოს მოქალაქეები, ვინც საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს, მოსამართლის გადაწყვეტილებას ციხეში დალოდებიან. არადა, აქამდე მათ ათავისუფლებდნენ და პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიღებას თავისუფლებაზე ელოდნენ. 

ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რიცხვები უკვე ასობით არის. საემიგრაციო ციხე კი, სადაც ახლა ქართველები არიან, უმძიმესი პირობებით გამოირჩევა. შუამავლები, ვისაც საქართველოს მოქალაქეები მექსიკის გავლით ამერიკაში მიჰყავთ, არ აფრთხილებენ ახალ წესებზე, რის გამოც ასობთ ადამიანი, ვინც სახლ-კარი ემიგრაციაში წასვლისთვის გაყიდა, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×