რეზონანსი
12.01.2024

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებები კომიკურია.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, სადაც ხაზარაძე ამბობს, რომ 289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება.

„ხალხის ძალა" არ ვაფინანსებთ „ლელოს" პიარკამპანიას. ამას ვაცხადებ, რადგან ხაზარაძის სულელური განცხადებები მისი და „ლელოს" საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ბუნებრივად ასხამს წყალს ჩვენს წისქვილზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენ არ ვაფინანსებთ ხაზარაძის პიარკამპანიას. ხაზარაძის მიერ დათვლილ დღეებს რაც შეეხება, ერთადერთი, რასაც ხაზარაძე კარგად ითვლის, არის თავის ჯიბეში ფული. ამ დღეების დათვლას, კარგი იქნებოდა, ის თანხა და ქონება დაეთვალა, რომელიც საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს. ტელევიზიით თქვა, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში დაახლოებით 289 დღე დარჩაო. შე დალოცვილო, ბანკირი კაცი ხარ და „დაახლოებით" როგორ უნდა თქვა? ისიც ვერ დათვალა, დაახლოებით თუ ნამდვილად 289 დღე დარჩა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×