რეზონანსი
12.01.2024

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადბით, „ჰუსიტების" წინააღმდეგ ერთობლივი თავდასხმებით, აშშ-სა და ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად გადააქციონ,

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ და ბრიტანეთი არაპროპორციულ ძალას იყენებენ, როგორც ამას ისრაელი აკეთებს პალესტინაში.

„იემენი, „ჰუსიტებთან" ერთად და მთელი ძალის გამოყენებით, ამბობს, რომ გასცემს აუცილებელ პასუხს რეგიონში ამერიკასა და ინგლისს. ამბობენ, რომ აქ ოდნავი უმოქმედობის ადგილი არ არის. ამ დროისთვის, ჩვენ ვიღებთ განსხვავებულ სიახლეებს ძალიან განსხვავებული არხებიდან. ჩვენ გვესმის სხვადასხვა არხებიდან, რომ „ჰუსიტები" ძალიან წარმატებულ თავდაცვას ახორციელებენ და წარმატებით პასუხობენ ამერიკასა და ინგლისს", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×