რეზონანსი
10.01.2024

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, უკვე მყარ მოცემულობად იქცა, რომ ქვეყანა ორად არის გაყოფილი და ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით მსოფლმხედველობით, სულიერად, გემოვნებით, სიკეთისა და ბოროტების აღქმით. ფაქტობრივად, აღარ დარჩა რაიმე თემა, რასაც ეს ორი ჯგუფი ერთნაირად აღვიქვამთ

„ამავე დროს, აგრესიული უმცირესობა რატომღაც კატეგორიულად დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ყოველთვის და ხმის ამოუღებლად უნდა ემორჩილებოდეს და რადგან ასე არ ხდება, ძალიან ბრაზობს და კიდევ უფრო აგრესიული ხდება!

თავის მხრივ, უმრავლესობა (არანაკლებ კატეგორიულად!) არასდროს აპირებს უმცირესობის ჭკუაზე სიარულს და როცა ამას აძალებენ, თავადაც ძალიან ბრაზდება!

აქ შერიგებაზე და შუაშისტობაზე საუბარი უშედეგო სპეკულაციად დარჩება, ვინაიდან ამ ორი ნაპირის შეერთება ამ ცხოვრებაში აღარ მოხდება და მათი აზრი ყოველთვის გაიყოფა, ხან - შობის თარიღის გამო, ხან - კვერცხი რომელი ბოლოდან უნდა გატყდეს, ხან - ისე, არაფრის გამო!

ამის მიზეზი კი ის არის, რომ სხვადასხვა ნაპირზე ვცხოვრობთ, სხვადასხვა დაუწერელი კანონით ვცხოვრობთ და არცერთი მხარე არ აპირებს საკუთარ მეობაზე უარის თქმას.

ამ ორი ჯგუფის ცხოვრების წესი, განსაკუთრებით საკვანძო საკითხებში, ერთმანეთს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ხშირად სრულად გამორიცხავს - ის, რაც ერთისთვის სათნოებაა, მეორესთვის ბოროტებაა და პირიქით!

ასე რომ, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ნერვების დაზოგვის ერთადერთ გზად მხოლოდ სრული და ყოვლისმომცველი იგნორი რჩება!

P.S. სხვათა შორის, საამისოდ „ფეისბუკს" ყველა ფუნქცია აქვს", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×