რეზონანსი
10.01.2024

იმდინარე წლის ბოლომდე სრულიად დავაკმაყოფილებთ სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობას დედაქალაქის მასშტაბით, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბაგა ბაღების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

„დამატებით მოვემსახურებით 4 ათას აღსაზრდელს, რაც იქნება გაზრდილი რაოდენობა. მოგეხსენებათ, ჩვენ 60 ათასამდე აღსაზრდელს ვემსახურებით ჩვენი ბაგა-ბაღების მეშვეობით. გასული წლის განმავლობაში თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში დაინერგა „ჰასპის" სტანდარტი, 155 ბაღში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, განახლდა სამზარეულოს ტექნიკა და ინვენტარი და ეს ცვლილებები და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა გაგრძელდება მიმდინარე წელსაც", - განაცხადა აბულაძემ.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის საჯარო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები 15%-ით გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×