რეზონანსი
10.01.2024

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადებით, მის მეგობარ აქტივისტებს თავს დაესხნენ.

„ჩემგან წასულ მეგობარ აქტივისტებს დახვდნენ და ცემეს", - წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში და ვიდეომასალას აქვეყნებს.

ამასთან, თავად აქტივისტების განცხადებით, აგრესიული პირები სამართალდამცავებმა ადგილიდან განარიდეს.

„მოვდიოდით მეგობრებთან ერთად, აქ იდგა ჯგუფი, არც ვიცოდი „ალტ-ინფოელები" იყვნენ თუ ვინ იყვნენ. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენი ჯგუფის მიმართ. მოვბრუნდი, ვკითხე ვის შეაგინეთ-მეთქი და წამიერად დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება", - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი "მთავარ არხთან".

„ინტერპრესნიუსი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე, ინფორმაცია განახლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×