რეზონანსი
10.01.2024

ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ბაღ­ში არ და­დის, წე­ლი­წად­ში 6-12-ჯერ რომ გა­ცივ­დეს, ან ვირუ­სი შეხ­ვდეს, ნორ­მაა. თუ ბავ­შვი ბაღ­ში და­დის, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 18-მდე არის - წე­ლი­წად­ში ბავ­შვი 18-ჯერ რომ გა­ცივ­დეს, ნორ­მა არის, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც იმ­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს 21 სა­ხე­ო­ბის ვირუს­ზე.

„ბოლო კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ახლა ძი­რი­თა­დად ცირ­კუ­ლი­რებს „ა" ტი­პის გრი­პის ვირუ­სი, რომ­ლის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 40-ზე მეტს შე­ად­გენს. ძი­რი­თა­დად, ეს არის H1N1 ვირუ­სი (ე.წ. ღო­რის გრი­პი) რო­მე­ლიც ე.წ. პან­დე­მი­უ­რი ვირუ­სია, მან 2009-2010 წლე­ბის პან­დე­მია გა­მო­იწ­ვია, ახლა ის სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სის სა­ხით არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ფიქ­სირ­დე­ბა H3-ც, რო­მე­ლიც ასე­ვე პან­დე­მი­უ­რი ვირუ­სი იყო.

ცირ­კუ­ლი­რებს რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სიც, რომ­ლის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ ბევ­რია, 20%-მდეა. რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი ბავ­შვებ­ში, შე­საძ­ლოა, მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა დღეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა. წინა წლებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი იყო წამ­ყვა­ნი, ეს ვირუ­სე­ბიც არ­სე­ბობ­დნენ, თუმ­ცა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა იცავ­და მათ­გან მო­სახ­ლე­ო­ბას. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ნი­ღა­ბი არა­ვის უკე­თია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ახლა „აიშ­ვეს" და ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ჩვე­ულ ად­გილს და­უბ­რუნ­დნენ ეს ვირუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც 2 წელი არ­სად ჩან­დნენ.

ბავ­შვე­ბი ისე გა­ი­ზარ­დნენ, რომ იზო­ლა­ცი­ა­ში იყ­ვნენ, ყვე­ლა ნიღ­ბით და­დი­ო­და და ამ ვირუ­სე­ბით არ ყო­ფი­ლან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. ბავ­შვე­ბი ახლა და­ინ­ფი­ცირ­დნენ ამ ვირუ­სე­ბით და ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მათ­თან უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე მოზ­რდი­ლებ­ში.

ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ბაღ­ში არ და­დის, წე­ლი­წად­ში 6 -12- ჯერ, რომ გა­ცივ­დეს, ან ვირუ­სი შეხ­ვდეს ნორ­მა არის. თუ ბავ­შვი ბაღ­ში და­დის, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 18-მდე არის, წე­ლი­წად­ში ბავ­შვი 18-ჯერ რომ გა­ცივ­დეს ნორ­მა არის. 200-მდე სხვა­დას­ხვა ვირუ­სია, რო­მე­ლიც ზამ­თარ­ში გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მებს იწ­ვევს. გა­მორ­ჩე­უ­ლია გრი­პი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს",- აღ­ნიშ­ნა იმ­ნა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×