რეზონანსი
09.01.2024

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რამ­დე­ნი­მე დღეა ეძე­ბენ 29 წლის ქალს, სო­ფია ოლე­ი­ნი­კის. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ წყდე­ბა.

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 27 დე­კემ­ბერს და­ი­წყო. სწო­რედ ამ დღეს და­ტო­ვა ქალ­მა სო­ხუმ­ში სახ­ლი და გა­უ­ჩი­ნარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­ლოს ის 7 იან­ვარს ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში და­ი­ნა­ხეს, თუმ­ცა მეტი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ქა­ლის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ამ დრო­ის­თვის არ აქვთ.

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან ოჩამ­ჩი­რის, გულ­რიფ­შის და გა­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის, სო­ხუ­მის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ასე­ვე დე ფაქ­ტო შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი აპა­რა­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის "ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი".

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×