რეზონანსი
09.01.2024

ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივას მატრაკვეცობას უწოდებს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, გახარია „ქართულ ოცნებაში“ იყო და მაშინ არც წინააღმდეგი იყო, არც ხმა ამოუღია.

„გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა, რადგან როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, გახარია ჩვენთან იყო და მაშინ არც წინააღმდეგი იყო, არც ხმა ამოუღია. ახლა რატომ გაახსენდა, რომ პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს, ქვეყნის მასშტაბით უნდა ავირჩიოთ? ეს რა ლოგიკაა, მანამდე სად იყვნენ, ან ახლა რა არგუმენტები აქვთ? უბრალოდ არ აქვთ თემები, არ იციან, რაზე ილაპარაკონ. ისინი ვერ ისაუბრებენ ეკონომიკაზე, მშვიდობაზე, ევროინტეგრაციაზე, ამიტომ იგონებენ ამ სისულელეებს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება და პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი წესით მოქალაქეებმა აირჩიონ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×