რეზონანსი
09.01.2024

ალბათ სერიოზულად არც ღირს ოპოზიციის მხრიდან იმის ანონსი, რომ საოცრად კონსლიდირებული იქნებიან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიციამ ვერცერთ ფლანგზე ვერ მოახერხა და ვერცერთი მიმართულებით ვერ წარმართა გამართული მუშაობა.

„ალბათ, ბოლო პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული პროცესები ვინმეს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ საოცრად კონსოლიდირებული და კოორდინირებული იქნება ოპოზიციის მუშაობა. რასაკვირველია, ამას ნახევრად იუმორით ვამბობ. ალბათ სერიოზულად არც ღირს ოპოზიციის მხრიდან იმის ანონსი, რომ საოცრად კონსლიდირებული იქნებიან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. პრაქტიკულად, ეს ვერცერთ ფლანგზე ვერ მოახერხეს და ვერცერთი მიმართულებით ვერ წარმართეს გამართული მუშაობა, რაც, სხვათა შორის, სამწუხაროა და კარგი ამბავი არ არის, თუმცა ოპოზიცია კოორდინაციას ვერ ახერხებს და ეს ფაქტია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×