რეზონანსი
09.01.2024

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ მოიპოვეს 100 გეგაბაიტი საიდუმლო მასალები რუსული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საწარმოდან - შპს "სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრი" (СТЦ).

აღნიშნული კომპანია 2016 წლიდან სანქცირებულია, ის აწარმობეს სხვადასხვა მოდიფიკაციის უპილოტო საფრენ აპარატ - "ორლანს", ასევე, რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის საშუალებებს და სხვა სამხედრო პროდუქციას.

მოპოვებულ მასალებში არის ნახაზები, ტექნიკური მახასიათებლები, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა სახის ინფორმაცია. 

დაზვერვის სამმართველოს წინასწარი შეფასებით, მიღებული მონაცემების ღირებულება შეიძლება იყოს $1,5 მილიარდი.

"ეს არის მნიშვნელოვანი დარტყმა ტერორისტული მოსკოვისთვის: ეს არქივი უკვე გამოიყენება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და აგრესორი სახელმწიფოს დასასუსტებლად", - ამბობს უწყება.

სადაზვევრო სამსახურმა განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება "სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საზოგადოების პატრიოტ წარმომადგენლებთან" ეფექტური ურთიერთქმედების წყალობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×