რეზონანსი
09.01.2024

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის შანსები შეაფასა:

„ოპოზიცია უკვე აღიარებს, რომ მათ არჩევნებზე არ აქვთ იმის იმედი, რომ რაიმეს მიღწევის შანსები ჰქონდეთ. ეს არის ბუნებრივი, ვინაიდან ამ ადამიანებს არაფერი უკეთებიათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ხელის შემშლელი ნაბიჯები ძალიან ბევრი გადადგეს. შესაბამისად, რა კონფიგურაცია იქნება (არჩევნებისთვის), ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ისინი ერთიანდებიან, ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს მხოლოდ პირადი ამბიციების გამო და არა რაღაც იდეის, პრინციპების ირგვლივ. როდესაც ღირებულებებისგან არის დაცლილი ადამიანთა გაერთიანება, ცხადია, მას პოლიტიკაში ვერანაირი პერსპექტივები ვერ ექნება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×