რეზონანსი
08.01.2024

78 წლის ასაკში, გერმანელი ფეხბურთელი, ფეხბურთის ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა -  ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel ავრცელებს და ოჯახზე დაყრდნობით წერს, რომ ბეკენბაუერი კვირას, 7 იანვარს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

ცნობისთვის, ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად 1972, 1976 წლებში. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან ერთად ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×