რეზონანსი
08.01.2024

რომის პაპი ფრანცისკე სუროგაციის „საზიზღარი“ პრაქტიკის საყოველთაო აკრძალვის მოწოდებით და ორსულობის „კომერციალიზაციის“ წინააღმდეგ გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Independent-ი ავრცელებს.

რომის პაპის თქმით, სუროგატი დედობა დედისა და ბავშვის უფლებების სერიოზული დარღვევაა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, აკრძალოს ეს პრაქტიკა.

"საზიზღრად მიმაჩნია ე.წ. სუროგატი დედობის პრაქტიკა, რომელიც წარმოადგენს ქალისა და ბავშვის ღირსების მძიმე შელახვას დედის მატერიალური საჭიროებების სიტუაციის ექსპლუატაციის საფუძველზე. ბავშვი ყოველთვის საჩუქარია და არასდროს არის კომერციული ხელშეკრულების საფუძველი", - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×