რეზონანსი
06.01.2024

ყაჩაღობა გორში - ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან, წმინდაწყლის დასახლებაში, 2 იანვრის ღამეს ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დანაშაულში ორი პირი იღებდა მონაწილეობას, მათგან ერთი არასრულწლოვანია.

მათ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს იარაღის მუქარით ნავაჭრ თანხასთან ერთად (წაღებულია 600 ლარამდე თანხა), მობილური ტელეფონიც წაართვეს და მიიმალნენ.

"მთავარის" ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და მათ კვალზე გასვლისთვის სამართალდამცველებს 24 საათზე მეტი დასჭირდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ისინი ქარელის მუნიციპალიტეტში იპოვეს. თუმცა, მათ პასუხისგებაში მხოლოდ სრულწლოვანი, 20 წლის კაცი მისცეს, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×