რეზონანსი
06.01.2024

ქუთაისში, ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ დახმარება თავად ითხოვეს და სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს. ხუთივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფებოდნენ სოკარ გაზის წარმომადგენლები. მათ ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×