რეზონანსი
06.01.2024

გაეროს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელი, მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ ღაზა სამთვიანი ომის შემდეგ "საცხოვრებლად უვარგისი" გახდა.

მისი თქმით, ღაზის სექტორში ადამიანებს შიმშილი ემუქრებათ, მოსახლეობა კი ყოველდღიური სასიკვდილო საფრთხეების მოწმეა, რასაც მსოფლიო უყურებს.

გრიფიტსის განცხადებით, მიმდინარე ომის დროს ათასობით ქალი და ბავშვი დაიღუპა, ოჯახები კი ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ არაბულ ანკლავში მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო ნაწილობრივ ფუნქციონირებს, ინფექციური დაავადებები ვრცელდება და არსებული ქაოსის პირობებში ყოველდღიურად 180 ქალი მშობიარობს.

გაეროს წარმომადგენელმა ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ყველა მძევლის გათავისუფლება მოითხოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×