რეზონანსი
05.01.2024

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 92-მდე გაიზარდა, 242 ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, გაორმაგდა სამაშველო ოპერაციაში ჩართული მაშველების რაოდენობა. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 4 600 მაშველი.

ამასთან, ათი ათასობით ადამიანი კვლავ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი, ასობით ადამიანს კი, დახმარება ვერ მიეწოდება.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა საგანგებო მართვის სიიტუაციის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, რა დროსაც მათ განუცხადა, რომ არ უნდა დანებდნენ და უნდა გაგრძელდეს სამაშველო ოპერაცია.

კრიტიკული 72 საათი გადარჩენილების მოსაძებნად ხუთშაბათ საღამოს ამოიწურა. მანამდე, იაპონიის მთვრობამ განაცხადა, რომ დაზარალებულებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 34 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×