რეზონანსი
05.01.2024

ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ის გარდაიცვალა, ამ ამბავს მსახიობის დის შვილი, ანო მაისურაძე გამოეხმაურა.

„გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი! ზურიკო ცოცხალია, უკეთესად არის. ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობისთვის ბრძოლას. ძალიან გთხოვთ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ.მადლობა", - წერს ანო მაისურაძე.

ცნობისთვის, უკვე ერთი კვირაა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - ზურა ბერიკაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მსახიობი ჯერჯერობით ისევ კომაში რჩება და ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

54 წლის არტისტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 28 დეკემბრის დღის პირველ საათზე, გულის გაჩერებით შეიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა, გულის ამუშავება ხელოვნურად შეძლეს და მსახიობის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×