რეზონანსი
05.01.2024

თბილისში, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ცნობით, მათ კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს.

“ერთი, 9 წლის ბავშვი ახალ წლამდე დაშავდა და ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეორე, 6 წლის ბიჭი 2 დღის წინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სახის დაზიანებით. საბედნიეროდ იგი სტაბილურია, ძალიან ღრმა დაზიანებები არ აქვს, თუმცა სახე დამწვარი აქვს. სხვა პაციენტები გვყავდა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბულატორიული. სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდათ.”, – აცხადებს ქაშიბაძე.

გუგა ქაშიბაძე, ასევე ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების რაოდენობა შემცირებულია:

“ახლა გავიდა ახალი წელი და პიროტექნიკის გამოყენება კიდევ გრძელდება შობას, ძველით ახალ წელს, თუმცა ამ წუთისათვის, დაზიანებულთა რაოდენობა შედარებით შემცირებულია”, - აღნიშნა ქაშიბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×