რეზონანსი
04.01.2024

ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ნიკორწმინდის ტაძრის კედლის დაზიანების ამსახველი ფოტოები. ის წერს, რომ ტაძრის სახურავი, რომლის რეაბილიტაცია 2017 -2019 წლებში ჩატარდა, რამდენიმე ადგილზე ნალექის სახურავიდან გადატანას ვერ უზრუნველყოფს და ქვა ზიანდება. მისივე თქმით, ქვის შეფერილობაც შეცვლილია, ჩრდილოეთ ფასადზე, თოვლის დნობა პირდაპირ ფუნდამენტში ხდება და გარედან კედელი სველია.

აღნიშნულს გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომელიც აცხადებს, რომ მათი თანამშრომლების მიერ ობიექტის მონიტორინგი ბოლოს 2023 წლის აგვისტოში  განხორციელდა.

"შემოწმებულ იქნა ტაძრის როგორც გადახურვის, ასევე ექსტერიერის და ინტერიერის მდგომარეობა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გარდა მცირე დაზიანებებისა ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება. შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ არ შეესაბამება სიმართლეს", - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×