რეზონანსი
04.01.2024

ბა­თუმ­ში ქმრის მიერ ცო­ლის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით მოკ­ლუ­ლი 37 წლის ირმა ბე­რი­ძეა, მისი ქმა­რი კი 45 წლის. ორი­ვე მათ­გა­ნი ქე­დი­დან იყო და ბა­თუმ­ში ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ.

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან წყვი­ლი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად არ ცხოვ­რობ­და. მათ ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავთ.

„ამბების“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა ახა­ლი წლის ღა­მით მოხ­და. ქმარ­მა ცოლს და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ზ.ბ. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

„ეს რა ცუდი რამ გავიგეთ, შოკში ვართ ქედელები. ვაი, ირმა, ჩვენო ლამაზო, საყვარელო, თანავუგრძნობ შენს შვილებს, შენს დედას და ძმას, ყველა ახლობელს თანავუგრძნობ. მტერსაც არ ვუსურვებ ამნაირ სიმწარეს… ჩვენს თვალწინ გაიზარდეთ, ეს რატომ უნდა მომხდარიყო, რატომ, გული მომიკვდა, ირმა, არ მჯერა… უფალმა გაანათლოს შენი სული, ჩვენო ირმა“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×