რეზონანსი
03.01.2024

ევროკავშირმა თანაგრძნობა გამოუცხადა ირანელ ხალხს, ირანში მომხდარი აფეთქების გამო.

განცხადებას ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიური უწყება აქვეყნებს.

„ამ ტერორისტულ აქტს შოკისმომგვრელი რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა, უამრავი ადამიანი დაშავდა. ჩვენი ფიქრები ახლა მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ირანში ორი აფეთქება მოხდა. ჯერ - ერთი, შემდეგ კი მეორე აფეთქება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კერმანში, ცერემონიის დროს მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 103 ადამიანი დაიღუპა, 188-ზე მეტი კი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×