რეზონანსი
03.01.2024

ოლონელი ფერმერები უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელის ბლოკირებას ხუთშაბათიდან განაახლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პოლონელმა ფერმერებმა 24 დეკემბერს შეაჩერეს პროტესტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო სუბსიდიების უზრუნველყოფასა და გადასახადების გაზრდის თავიდან აცილებას.

ფერმერთა პროტესტის ლიდერმა, რომან კონდროვმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა მათ გადასცა ბარათი მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს არ გადაუცია ხელმოწერილი განცხადება.

"ჩვენ არ მიგვიღია წერილობითი დადასტურება, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ამიტომ ვაგრძელებთ პროტესტს", - განაცხადა მან და დასძინა, რომ სასაზღვრო გადასასვლელზე საათში მხოლოდ ერთ სატვირთო მანქანას დაუშვებენ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×