რეზონანსი
31.12.2023

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა უნდა გააკონტროლოს ღაზის საზღვარი ეგვიპტესთან. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ხელახლა დაიკავებს კონტროლს ღაზის სექტორის საზღვარზე ეგვიპტესთან და განაგრძობს ისრაელის მიზნის შესრულებას „ჰამასის" გასანეიტრალებლად.

„ომი თავის სიმაღლეზეა და ის მრავალი თვე გაგრძელდება. ღაზის საზღვარი ეგვიპტესთან ჩვენს ხელში უნდა იყოს. ის უნდა დაიხუროს. ნათელია, რომ ნებისმიერი სხვა შეთანხმება არ უზრუნველყოფს დემილიტარიზაციას, რომელსაც ჩვენ ვეძებთ",-განაცხადა ნეთანიაჰუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×