რეზონანსი
30.12.2023

მამა საბა, ერის­კა­ცო­ბა­ში სულ­ხან ჭი­კა­ი­ძე, თბი­ლი­სის ორ ეკ­ლე­სი­ა­ში მსა­ხუ­რობს და მთე­ლი ქვე­ყა­ნა იც­ნობს, რად­გან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ჯა­როდ პა­სუ­ხობს ყვე­ლას, ვი­საც რე­ლი­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვა აქვს.

წყვილს 5 შვი­ლი და 2 შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. უფ­რო­სი შვი­ლი 30 წლის სოფო ტყუ­პის­ცა­ლია. ქალ­ბა­ტო­ნი ლელა რუსიშვილი ამ­ბობს, რომ უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის იდენ­ტუ­რი ტყუ­პის­ცა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო­ში მკვდრად გა­მო­უ­ცხა­დეს. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც გა­მო­აშ­კა­რავ­და, რომ სამ­შო­ბი­ა­რო­დან ბავ­შვებს იპა­რავ­დნენ და ყიდ­დნენ, შვი­ლის ძებ­ნა და­ი­წყეს. მის კვალ­ზე დღემ­დე ვერ გა­ვიდ­ნენ. რო­გორც მღვდლის ცოლი ამ­ბობს, თუ მათი შვი­ლი ცო­ცხა­ლია და ღმერ­თს სურს მისი გა­მო­ჩე­ნა, გა­მოჩ­ნდე­ბა.

„პირ­ვე­ლად რომ ვიმ­შო­ბი­ა­რე ტყუ­პე­ბი გა­ვა­ჩი­ნე, მაგ­რამ სახ­ლში ერთი წა­მო­ვიყ­ვა­ნე. მას მერე კი­დევ 5 შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე. ახლა 5 შვი­ლი გვყავს. ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლის იდენ­ტუ­რი ტყუ­პის­ცა­ლი არ­სად არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მას მერე რაც გახ­მა­ურ­და ის, რომ სამ­შო­ბი­ა­რო­დან ჩვი­ლებს იპა­რავ­დნენ ვე­ძებთ და ვერ მი­ვაკ­ვლი­ეთ. ტეს­ტიც გა­ვუ­კე­თეთ და თუ გა­მოჩ­ნდე­ბა ამოგ­ვიგ­დებს პროგ­რა­მა. მა­შინ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, მა­მაო 20 წლის იყო, მე - 23-ის, როცა ტყუ­პე­ბი გაგ­ვიჩ­ნდა. მე 3 წლით უფ­რო­სი ვარ მას­ზე. გა­მო­უც­დე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მედ­პერ­სო­ნალს ვენ­დო­ბო­დით.

როცა მი­თხრეს, გარ­და­იც­ვა­ლაო, შეგ­რძნე­ბა, რომ ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლი იყო, მა­შინ მქონ­და ძა­ლი­ან მძაფ­რად. რად­გან უცებ გა­მიქ­რეს შვი­ლი, არც გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ ბავ­შვი დამ­ძიმ­და, ისე გა­აქ­რეს. რომ შე­ვე­დი აღარ დამ­ხვდა. ვი­კი­თხე, სად არის მეთ­ქი და დამ­ძიმ­და და გარ­და­იც­ვა­ლაო, მი­თხრეს. ისე ვტი­რო­დი, ვერ მა­ჩე­რებ­დნენ. მა­შინ მა­მაო მგა­ლო­ბელ­თა რე­გენ­ტი იყო და ყვე­ლას უყ­ვარ­და. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და ჩვენს სა­ნა­ხა­ვად. ცნო­ბილ­მა მუ­სი­კოს­მა ლია სა­ლა­ყა­ი­ამ ასე­თი რამ მი­თხრა მა­შინ, უფრო მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მოჩ­ნდა თქვე­ნი ოჯა­ხის მი­მართ, რად­გან ცაში ან­გე­ლო­ზი გყავ­თო.

სულ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­ში მო­ვიხ­სე­ნი­ებ­დი. ახლა კი ისე ვლო­ცუ­ლობ - სა­დაც არის შენ­თან ერ­თად ამ­ყო­ფე უფა­ლო თქო. გა­ვოგნ­დი მთელ­მა ქვე­ყა­ნამ ბავ­შვე­ბის ძებ­ნა რომ და­ი­წყო, ამოვ­ქე­ქე არ­ქი­ვი და არ­სად იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჩემი ბავ­შვი.

მაშინ მიც­ვა­ლე­ბუ­ლს არ ატან­დნენ. რომ მო­ი­თხო­ვეს ჩე­მებ­მა, ალო­დი­ნეს და მის­ცეს ბავ­შვი, მე ცო­ცხა­ლი მყავ­და ნა­ნა­ხი ჩემ­მა მე­უღ­ლემ კი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ნახა. ჩემ­მა მო­ძღვარ­მა მი­თხრა ბევ­რსაც ნუ ჩა­ე­ძი­ე­ბით არ იდარ­დო­თო, თუ სა­ჭი­როა ღმერთი გა­მოაჩენ­სო და და­ვუ­ჯე­რეთ“ - განუცხადა "სარკეს" მამა საბას მეუღლემ.

"სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×