რეზონანსი
29.12.2023

2023 წლის იანვარ-ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 70,5%-ით, 1,383 მლნ ლარით გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს 11 თვეში უბილეთო მგზავრებზე 3 345 028 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში - 1 961 372 ლარის.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 11 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 329,807 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 254,757 მლნ ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×