რეზონანსი
29.12.2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის აზრით,

არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთოს. პირიქით, ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც მუშავდება, ეს არის სალომე ზურაბიშვილის ჩართვა რადიკალურ სუბიექტებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში.

„ამისთვის, აგვისტო-სექტემბერში ის შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან და პირდაპირ ჩაერთვება არჩევნებში. ბევრს არაფერს კარგავს, ისედაც გადის ვადა წლის ბოლომდე მის უფლებამოსილებას. აქაც ვერ თვლიან - რა მიიღეს გახარიას გადაყენებით? საბოლოო ჯამში ვერაფერი. პირიქით, რესურსიც დაკარგეს. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების ბერკეტს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა, შეიძლება ესეც იკადროს“, - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×