რეზონანსი
28.12.2023

ძლიერი ქარის შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მელიქ აზარიანცის სახლიდან შუშა ჩამოვარდა, რომელიც კონტროლიორს დაეცა. ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

როგორც კადრებში ჩანს, კონტროლიორმა დაზიანება თავის არეში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დღეს ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა თბილისის სხვა უბნებშიც. თბილისის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. დაზიანდა ავტომობილებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×