
რამდენიმე დღეა განხილვის საგანია საახალწლო კონცერტი და იქ მონაწილეთა სია. ამ თემაზე გუშინ მიმართვა გამოაქვეყნა ნინო ქათამაძემ და დაწერა, რომ ის არც ერთ ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. მისი თქმით, კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი "ჩუმად" უნდა იყოს".
ანალოგიურ კომენტარს აკეთებს "მთავარ არხთან" მომღერალი სოფო ნიჟარაძე და ამბობს, რომ ბოლო წლებია არც ერთ ღონისძიებაში, რომელსაც მთავრობა გეგმავს, მონაწილეობას არ იღებს, რადგან არსად იწვევენ:
სოფო ნიჟარაძე: "არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ, მარტივი მიზეზის გამო. არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ. ამ ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის კონკრეტულად ვინმეს ჯიბისგან ამოღებული ფული, ეს არის ქვეყნის ფული. ქვეყანას მრავალფეროვანი მსმენელი ჰყავს და ვთვლი, რომ საახალწლო ღონისძიება, რომელზეც მოდის უამრავი მაყურებელი, მოდიან არტისტების სანახავად. ეს არის ხალხთან მოსიყვარულების დიდი შანსი. შემოთავაზების შემთხვევაში დავთანხმდებოდი..."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე