
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნინო ქათამაძის მიმართვას გამოეხმაურა და მისი პოზიცია შეაფასა:
„მართლა ვერ ვიგებ: ნინო ქათამაძე გულდაწყვეტილი ყოფილა, რომ კონცერტზე არ მიმიწვიესო? დალოცვილო თან გინდა ეს ხელისუფლება აკრიტიკო, თან სააკაშვილის შეწყალება სთხოვო მავნებელ სალომე ზურაბიშვილს, თან იგივე ხელისუფლებას სთხოვ კონცერტზე მიგიწვიონ და ფულიც გადაგიხადონ, რომლის დამხობასაც ავაზაკურად ცდილობდა სააკაშვილი და რომლის უსამართლო კრიტიკას არც ერთი ტრიბუნიდან არ ერიდებოდა მავნებელი სალომე ზურაბიშვილი!
ამ ქვეყანაში უაზრო და უსამართლო კრიტიკას არავის უშლიან, არც კონტეინერით შემოპარული სააკაშვილის სიყვარულს თუ სიბრალულს უშლიან ვინმე, არც აზრის გამოთქმას, სიმღერას ხომ მითუმეტეს, თან ყველას თავის მსმენელი ჰყავს, ზოგის კონცერტზე ბილეთსაც ვერ იშოვი, ზოგან კი არავინ მიდის…
მაგრამ გინდა თუ არა მამღერე და დიდი ფული გადამიხადეთ? ვერ ვიგებ?
როგორც მინიმუმ ცოტა უხერხული, ხომ არ არის?” - დაწერა ნიკოლაიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე