რეზონანსი
26.12.2023

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ დღევანდელი ღონისძიება - ელჩების კონფერენცია შეაჯამა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე ამაღლებული განწყობა იყო, რადგან ყველა ერთად ზეიმობდა ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას უკავშირდება.

„დღეს საქართველოში იმყოფებიან ჩვენი დიპლომატები, საქართველოს ელჩები. ამაღლებული განწყობაა, რადგან ყველა ერთად ვზეიმობთ იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ევროპულმა საბჭომ, ევროკომისიის შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე. განსაკუთრებული მადლობა გადავუხადეთ ელჩებს, რომლებიც მოღვაწეობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და დედაქალაქებში. მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ერთია, რომ ჩვენ გვაქვს და გვექნება დინამიკური, ორმხრივი ურთიერთობები საქართველო-ევროკავშირის ფორმატში, თუმცა თითოეული წევრი ქვეყნის როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია. არიან ჩვენი დიპლომატები, რომლებიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში მუშაობენ, თუმცა მათი წვლილიც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×