რეზონანსი
26.12.2023

  

ეს არის ისტორიული მოვლენა არამხოლოდ ჩვენი დეკადის, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. რომ არა ქართული საზოგადოების გენეტიკური და კულტურული მისწრაფება და რომ არა ის შრომა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია, რა თქმა უნდა ამ შედეგს ვერ მივაღწევდით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„შეუქცევადი პროცესია, რომ გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამ გზაზე თავდაცვის ძალებს დიდი როლი აქვთ შესრულებული, ჩვენი უწყება ამ პროცესებში ჩართული იყო, ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ. ჩვენი სამხედროები მონაწილეობდნენ ევროკავშირის სხვადასხვა მისიებში, ზოგადად, იცავდნენ მსოფლიო მშვიდობას და რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებთან იმ დონის ურთიერთობამ, რაც ბოლო წლებში გვაქვს, ითამაშა თავისი როლი ამ პროცესში“, - აღნიშნა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×