რეზონანსი
26.12.2023

შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ელჩების კონფერენციაზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიიღო, წლევანდელი ფორმატი კი აეწყო იმ ლოგიკით, რომ შედეგისთვის აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული. სამწუხაროდ, თავისი გადაწყვეტილებით, მონაწილეობა არ მიიღო ელჩების კონფერენციაში. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო განზომილება, ხელისუფლების ორი მთავარი შტო მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ლოგიკით იყო ფორმატი აწყობილი. წელს პრეზიდენტი არ იყო მოწვეული. ხელისუფლების ორი შტო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი ფიზიკურად და პრაქტიკულად მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად. შესაბამისად, ორივე ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი დღეს ბრძანდებოდა და მიმართეს ელჩებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×