რეზონანსი
26.12.2023

უკრაინის ომამდე, არ იყო რუსეთი ოკუპანტი, კონცერტს რომ არ აცდენდა არა მარტო მოსკოვში, რუსეთის პატარა ქალაქებშიც კი, რა შეიცვალა?, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა ნინო ქათამაძის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ახალ წელსაც ვერ გამართავს კონცერტებს საქართველოს ვერცერთ ქალაქში.

ფოჩხუას თქმით, ქათამაძე მიჩვეულია დაუმსახურებელ დაფინანსებას და ვეღარ ეგუება, რომ ასე აღარ არის.

„რა თავისუფლება, რა ოლიგარქიული მმართველობა, როცა ხარ მხარე და არ ერიდები პოლიტიკური განცხადებების კეთებას, რაც მთლიანად სიცრუეზეა აგებული, ლანძღავ ხელისუფლებას, იმ ხელისუფლებას, რომელიც არა თუ გიზღუდავს თავისუფლებას, საერთოდ არ ერევა შენს შემოქმედებაში, ნუ გექნება პრეტენზია მის მიმართ. უკრაინის ომამდე, არ იყო რუსეთი ოკუპანტი, კონცერტს რომ არ აცდენდა არა მარტო მოსკოვში, რუსეთის პატარა ქალაქებშიც კი, რა შეიცვალა? ამიტომ ფარსია ეს ყველაფერი და კეთილი ინებოს და სახელმწიფოს კი ნუ უყენებს პრეტენზიებს, დაიქირაოს დარბაზი, ტექნიკა, მუსიკოსები და ჩაატაროს კონცერტი, ხომ ასეთი მაგარია, რატომ ნერვიულობს, გაავსებს ალბათ დარბაზს, მაგრამ არა, მიჩვეულია დაუმსახურებელ დაფინანსებას და ვეღარ ეგუება, რომ ასე აღარ არის და აღარც არასდროს იქნება.“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×