
ჟურნალისტი, პოეტი და სოციალური აქტივისტი, რომელიც ქართულ ინტერნეტ თუ ბეჭდურ სივრცეში "გრინ ბარეტის" ფსევდონიმით არის ცნობილი, სოციალურ ქსელში წერს:
"კარგია რომ პედაგოგებს უზრდით ხელფასებს, გავიგეთ, მაგრამ:
თითისტოლა ბავშვები თუ პირველი კლასიდან უმაღლესის კარამდე აუცილებლად ყველა საგანში მაინც რეპეტიტორებთან უნდა ატარო, (თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ერთი სკოლის მასწავლებელი, როგორც წესი, მეორე სკოლის მოსწავლეების რეპეტიტორია და - პირიქით) მაშ ეს რეპეტიტორი, იქ, სადაც მასწავლებლობისთვის იღებს ხელფასს, რით არის დაკავებული იცით ვინმემ?
ეს ამდენი საჯარო სკოლა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მანდატურ-მასწავლებლებით, რისთვისაა საჭირო ხომ ვერ მეტყვით?
სკოლაში თორმეტი წელი რატომ დადის ბავშვი, თუ იცით ვინმემ არ დამიმალოთ-მეთქი!
ძვირადღირებული ტანსაცმელ-ფეხსაცმლისა და ბოლო „აიფონების“ სამარიაჟოდ - ეს ერთი, ვიცით.
და კიდევ?
კიდევ რისთვის იხარჯება ბიუჯეტიდან ამდენი ფული აწ უკვე ათეულობით მილიონით გაზრდილი დაფინანსებით?" - წერს გრინ ბარეტი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე