რეზონანსი
25.12.2023

საქართველო არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მატარებელი ქვეყანა, ევროკავშირი არის ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის მომავალი, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს.

თუ ამას აკეთებს პოლიტიკოსი, რაც თქვენ ბრძანეთ მას ქართველი ხალხი გასცემს პასუხს. ქართველი ხალხი არის ევროპული საზოგადოება. ჩვენ ვიცით, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე და ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა, თითქმის 95 პროცენტი არის პროევროპელი. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლება ჩვენი ხალხის დაკვეთას ასრულებს და ვაახლოებთ მაქსიმალურად ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან", - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×