რეზონანსი
24.12.2023

სა­გა­რე­ჯო­ში ავარია 19 დეკემბერს მოხდა და მასში  20 წლის ორსული გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. ავარიისას ერ­თმა­ნეთს ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა.

დაღუპული სა­გა­რეჯო­ე­ლი გოგონაა დადუ კე­რა­ტიშ­ვი­ლი აღმოჩნდა. ის ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო და  5 თვის ფეხ­მძი­მე იყო. დადუ კე­რა­ტიშ­ვი­ლი 30 დე­კემ­ბერს 21 წლის გახდებოდა.

გოგონას მეუღლე, ლევან მეკოკიშვილი სოციალურ ქსელში წერს: "წახვედი ჩემო ანგელოზო დღეს სამუდამოდ და დამტოვე მარტო ჯერ. არ ვიცი როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე. ყველაზე სტრესული და დამღლელი დღის მერე, შენ იყავი ჩემი წამალი ყველაფრის. შენი მზრუნველობით და პოზიტივით მჯერა, შენც და ჩვენი პატარაც უკეთეს ადგილას იქნებით. ვიცი როგორ ვერ ძლებდი ვერასდროს უჩემოდ და როგორ გიყვარდი. სამუდამოდ ცოცხალი ხარ ჩემს გულში და ისიც ვიცი, არასდროს არ მომცილდები გვერდიდან. მომენატრები, შეხვედრამდე ჩემო პრინცესა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×