რეზონანსი
24.12.2023

ყვარლის მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილის ინფორმაციით, კახეთში ძლიერმა ქარმა 20 საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

ამის შესახებ მერის მოადგილემ „ქრონიკას" განუცხადა.

„დაზიანდა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქარმა ინფრასტრუქტურას. მათ შორის, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაგლიჯა ძირიანად ხეები, მრავალწლიანი ნარგავები, რამაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოიწვია საგზაო ინფრასტრუქტურის გადაკეტვა. თუმცა სამაშველო სამსახურთან ერთად მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურის აქტიური შრომის შედეგად მალევე გაიწმინდა და გაიხსნა გზები. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, ამ ეტაპისთვის ქალაქში დასრულებულია შესწავლა. დაახლოებით 20 სახლია, რომელზეც ხვალიდანვე დავიწყებთ ზრუნვას ფინანსური რესურსის გამოყოფისა და მათზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებაზე", - აღნიშნა ყვარლის მერის მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×