რეზონანსი
24.12.2023

სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში - დაზიანებული სახლები, მოგლეჯილი ხეები და ჩახერგილი გზები. მძიმე ვითარებაა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც 20-მდე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელშიც, სადაც სტიქიის შედეგად, ცენტრალური გზები ჩაიხერგა და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×