რეზონანსი
24.12.2023

პრაღის ვაცლავ ჰაველის აეროპორტიდან გვიან ღამით, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ხალხის გამოყვანა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საღამოს პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო შენობაში ბომბების არსებობის შესახებ.

ჩეხეთის პოლიციის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ აეროპორტის მე-2 ტერმინალის შენობაში ხუთი ბომბის არსებობის შესახებ პოლიციას, ინგლისურად მოლაპარაკე მამაკაცმა ტელეფონით აცნობა. ევაკუაციის შემდეგ, სამართალდამცველებმა ტერიტორია შეამოწმეს და ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. ამჟამად, პოლიცია ცდილობს დაადგინოს იმ პირის ვინაობა, ვინც ბომბების არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება გააკეთა.

პრაღის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს წინ უძღოდა, პრაღის კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ 21 დეკემბერს მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეთხუთმეტე თავად თავდამსხმელი იყო, რომელმაც თავი მოიკლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×