
თედო ბექაურმა პროექტში მის წარმატებულ გამოსვლებზე ისაუბრა. იგიამბობს, რომ პროექტში შესრულებული ყველა ცეკვა უყვარს.
„ყველა ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად პროექტში შესრულებული პირველ ცეკვას გამოვარჩევ. სიცხე მქონდა და რეპეტიციებზე ვერ დავდიოდი, ბოლო სამ დღეში დავდგით რეალურად ცეკვა“. – იხსენებს თედო.
თედომ იმ პერიოდზეც ისაუბრა, როდესაც „გაღმა ნაპირის“ გადაღების შემდეგ დაკარგული იყო.
„უფრო ჩემი მიზეზი იყო, სხვას ვერავის ვერაფერს დავაბრალებ. გასაუბრებაზე ან კასტინგზე რომ მივდიოდი, მეუბნებოდნენ, მადლობა, ნახვამდის, დაგირეკავთ და ამით მთავრდებოდა ყველაფერი.
ცეკვავენ ვარსკვლავები კი ჩემი ცხოვრების ახალი, ძალიან დიდი საწყისია და ამისთვის ნოე სულაბერიძეს ძალიან დიდი მადლობა, ის დამეხმარა ძალიან.
ჩემ გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი.
ჩემი ცეკვა რამდენჯერაც დაიდო „ფეისბუქზე“, სულ ვნახულობ კომენტარებს და ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვისაც ერთი თბილი სიტყვა მაინც დაუწერია. იმდენი დადებითი კომენტარია ემოციებში ვვარდები და ვანებებ ხოლმე კითხვას თავს“, – თქვა "შაბათ-კვირის" ეთერში თედომ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე