
40 წლამდე ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა მეორე დილით გარდაიცვალა. ახმეტის კლინიკაში განმარტავენ, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლია გახდა.
ექიმების ინფორმაციით, საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობდა, თუმცა დაავადება მოულოდნელად განვითარდა. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ახმეტის პოსპიტალში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი ქალი, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრია.
38 წლის ლია გაურგაშვილს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა, ორი უფროსი ვაჟი და მესამე ახლად დაბადებული გოგონა, რომელიც საავადმყოფოდან უკვე ბინაზე გაწერეს.
„სიკვდილშიც არ ჰქონია ბედი, სამი შვილი დარჩა, ეს თოთო დღეს ამოიყვანეს დეიდასთან, დედა ვერც გაიცნო...“ - ამბობს ოჯახის ახლობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე