რეზონანსი
23.12.2023

რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის პრესმდივნის, რაისა ნოვიცკის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 39 მოქალაქეს უარი ეთქვა მოლდოვაში შესვლაზე, რადგან ისინი „არ აკმაყოფილებდნენ შესვლის პირობებს“. მათ შორისა მოხვდა ფირცხალავაც, რომელსაც ადგილობრივი მედია "რუს მომღერლად" მოიხსენიებს.

ფირცხალავა 24 დეკემბერს, ქალაქ ბალციში, საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო. ღონისძიება მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის მიერ იყო ორგანიზებული. მას მოლდოვაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბანკებიდან მილიარდის მოპარვის გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×