რეზონანსი
23.12.2023

გერმანიის ელჩმა რუსეთში, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებები არ სურს.

„პუტინმა თავისი ომის მიზნები ახლახან დაადასტურა, მას მოლაპარაკებები საერთოდ არ სურს", - განაცხადა ლამბსდორფმა.

გერმანიის ელჩმა მოსკოვში აღნიშნა, რომ 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პუტინი თავის პოზიციებს არ შეიცვლის.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა 14 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი ყველა მიზანს მიაღწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×