რეზონანსი
22.12.2023

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული იდეა აბსურდის შემცველია და მხოლოდ ერთ მიზანს ეფუძნება - გააჟღეროს რაღაც იდეები და საზოგადოებაში წარმოაჩინოს, რომ კვლავაც აქტუალურია, მისი პიროვნება კი - საინტერესო. „ეს იმ დროს, როცა სააკაშვილმა თავის მიერ დაფუძნებულ პარტიაში ერთიანობა ვერ შეინარჩუნა", - აღნიშნა მიქანაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×