რეზონანსი
21.12.2023

აბსოლუტურად ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე და გვექნება კიდევ 4 წლით ქვეყნის მმართველობის მანდატი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„მგონია, ყველას კარგად ესმის, რომ ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია შედეგი მოიტანოს. ამის მაგალითი იყო ის რვა არჩევნები, რომელიც ჩვენ მოვიგეთ და რომლის საფუძველზეც ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა ქვეყნის მართვის საშუალება, როგორც ადგილობრივი ასევე, ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. რა კონფიგურაციაც არ უნდა დაჯდეს დღეს, აბსოლუტურად ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე და გვექნება კიდევ 4 წლით ქვეყნის მმართველობის მანდატი. დღეს საზოგადოება ვერ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები რაიმე საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებებისთვის არიან მზად",- აღნიშნა ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×