რეზონანსი
21.12.2023

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი შეეცდება, რომ დისტანცირება მოახდინოს უკვე, თითქმის კეთროვანად გადაქცეულ „ნაციონალურ მოძრაობისა" და მისი ლიდერისგან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„რადიკალურ ოპოზიციაში იქნება ახლა ძალიან დიდი დაქორწინება-გაყრის ბატალიები. სააკაშვილი შეეცდება, რაც მისითა და „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგით ოპოზიცია სპეკულირება, ამასთან დაკავშირებით ყველას ბოლომდე მოსთხოვოს პასუხი. იგი აქ ხაზარაძესა და კიდევ ბევრს ახსენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვა სუბიექტები: ხაზარაძე იქნება თუ გახარია, ამ ბოლო პერიოდში შეეცდებიან, მაქსიმალურად მკვეთრი განცხადებები აკეთონ, რათა ეს 3-4 წელი, რაც „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგით გაატარეს, ხალხს დაავიწყონ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი სუპერ პაკი.

პარტია „საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×