რეზონანსი
21.12.2023

თიბისი და მასტერქარდი  2023-2024 წლის ზამთრის სასრიალო სეზონზე მომხმარებლებს სპეციალური აქციას სთავაზობენ.  

20 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, მულტიქარდის ტიპის აბონემენტის TKT.GE და Biletebi.ge პლატფორმებზე შეძენისას, თიბისის Mastercard-ის ბარათების მფლობელები, ფასდაკლებით ისარგებლებენ: 

30%-იანი ფასდაკლება თიბისის Mastercard-ის სადებეტო ბარათზე;

35%-იანი ფასდაკლება თიბისი კონცეპტის Mastercard-ის ბარათზე.  

ფასდაკლება გავრცელდება შემდეგ კატეგორიებზე: 7-დღიანი, 10-დღიანი და სეზონური (კონკრეტულ კურორტზე მოქმედი) და მულტი-სეზონური (4-ვე კურორტზე მოქმედი) აბონემენტები.

შეთავაზება ვრცელდება საქართველოს 4-ვე სამთო კურორტზე - გუდაური, ბაკურიანი, მესტია და გოდერძი. 

ახალი აბონემენტის გააქტიურება შესაძლებელია გასული წლის მულტიქარდზეც. თუ სკი პასი ჯერ არ გაქვს, ისარგებლე საკურიერო მომსახურებით და მიიღე ბარათი ნებისმიერ მისამართზე თბილისის მასშტაბით, როგორც TKT.GE, ისე Biletebi.ge-ზე შეძენისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×